Thursday, February 25, 2016

დღე - 5

რეფლექსია
სამუშაო დღე ჩვეულებრივად დავიწყეთ, გაუგებარ საკითხებს ერთმანეთში ვარკვევდით, ვუზიარებდით აზრებს.

შემდეგ გავეცანით სასწავლო პროექტის შედგენას. ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და შედეგების შესაბამისად უნდა იქნას მორგებული სწავლების დროს ხარისხის ასამაღლებლად. ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია მაგრამ თანდათანობით, მეთოდების სისტემატიური გამოყენებით იმედი მაქვს, რომ უფრო დავხვეწავ სწავლების ტექნიკას.

Wednesday, February 24, 2016

დღე - 4

რეფლექსია

მუშაობა დავიწყეთ მოდულების სქემის გაცნობით, რომელიც სედგება 8 მოდულისაგან. ხაზი გავუსვით სწავლების პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. მიმოვიხილეთ პროექტების სწავლება ისტ საშუალებით ვისაუბრეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში არსებული რესურსების ფაილების  ,,პორტფოლიოს ჩეკლისტი"  ,,პროექტის გეგმის შაბლონი" და სხვათა შესაბამის მიმოვიხილეთ  ვიდეორგოლი და ბოლოს ხელ-ლის  დახმარებით შევქმენი ბლოგი.
დიდი სურვილი მაქვს უფრო კარგად გავერკვიო ყველაფერში თუმცა ბევრი ახალი გავიგე.

დღე-3

რეფლექსია
დღეს ვიმუშავე სასწავლო   პროექტის გეგმის შაბლონზე. ვისწავლეთ ტექსტის მონიშვნა, ჩასმა, სტანდარტებისა და ინდიკატორების შესაბამისად. დავაკავშირე ისინი სასწავლო მიზნებისა და შესაძლო შედეგების გათვალისწინებით. ბევრი რამ ახალი იყო თუმცა შევეცდები ყველა დავნერგო გაკვეთილის პროცესში.

Sunday, February 7, 2016

დღე-2

დღეს მოვისმინე პროექტის იდეები, წარვადგინე საკუთრი იდეაც, მივიღე რჩევები როგორც კოლეგებისგან ასევე ტრენერისაგან. ვფიქრობ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავეცანი პუბლიკაციის მომზადების, მიზნებს და სტრუქტურას. ვფიქროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი დღევანდელი ტრენინგ-დღით!